oikos TbilisiChapter-Newsoikos Student Scientific Conference

oikos Student Scientific Conference

01 May 2019 | Chapter-News

oikos Tbilisi with the support of Ivane Javakhishvili Tbilisi State University is organizing a student scientific conference “sustainable development opportunities and challenges in Georgia”.

Invited speakers will talk about the problems, challenges and opportunities within the field of sustainable development in Georgia, moreover, there will be held panel discussion as well. Regarding the second part of the conference, it will be conceded by presenting interested students’ scientific works.  Details in Georgian:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეგიდით, სტუდენტური ორგანიზაცია oikos Tbilisi 2019 წლის 22 ივნისს მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „მდგრადი განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში“. კონფერენცია ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ლ კორპუსში.
კონფერენციაზე მოწვეული მომხსენებლები ისაუბრებენ საქართველოში მდგრადი განვითრების კუთხით არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ასევე ჩატარდება პანელური დისკუსია, ხოლო კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა აღნიშნული საკითხით დაინტერესებული სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების წარდგენას.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.
პირველ ეტაპზე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს რეზიუმე (300-500 სიტყვა), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას, კერძოდ კი, მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს და გამოწვევებს საქართველოში. წარმოდგენილ რეზიუმეებს განიხილავენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები. დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც უნდა იყოს კვლევითი ხასიათის და ჰქონდეს სამეცნიერო ნაშრომისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა. მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი. სტუდენტმა სამეცნიერო ნაშრომთან ერთად უნდა წარმოადგინოს ხელმძღვანელის დასკვნა.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა დასწრება/მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ხოლო სამეცნიერო ნაშრომების წარმდგენ სტუდენტებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები.

მნიშვნელოვანი თარიღები:
26 მაისი – აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა
2 ივნისის – აბსტრატქების შერჩევა და მონაწილეთა ინფორმირება
17 ივნისი – სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა დადებითი რეცენზიის შემთხვევაში
22 ივნისი – სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.

ნაშრომის გაფორმების წესები:
• აბსტრაქტის მოცულობა 100-300 სიტყვა
• შრიფტი – Sylfaen
• შრიფტის ზომა: თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, აკადემიური ხარისხი, ხელმძღვანელის სახელი, გვარი – 12; ძირითადი ტექსტი – 12.
• ძირითადი ტექსტის მოცულობა 7- 9გვ.
• სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,15;
• გვერდის საზღვრები – 2,5 ყველა მხრიდან;
• ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული ტექსტით (BOLD)
• ნახაზები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. – ფორმატში TIFF 300 dpi; 600 dpi

აბსტრაქტების გადმოგზავნა შეგიძლიათ 26 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:
[email protected] ,
სათაურის ველში მიუთითეთ „სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია“.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს:

https://oikos-international.org/tbilisi/chapter-news/oikos-student-scientific-conference/